სამართალი

საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტერორიზმის შესახებ

20 ივნისი, 2015 • • 2404
საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ტერორიზმის შესახებ

მათ შორისაა ISIL-ის მეთაური თარხან ბათირაშვილი. ანგარიშის მიხედვით, ისლამისტი მებრძოლები საქართველოს გავლით გადაადგილდებიან რუსეთის ფედერაციის ჩრდილო კავკასიასა და სირია-ერაყს შორის.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადეს  ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიციის ურყევი მხარდაჭერის შესახებ.

ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებები, რაც ქვეყანამ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით გადადგა. ეს ცვლილებები ეხება უცხოელი ტერორისტი მებრძოლების საკითხს და თურქეთთან სახელმწიფო საზღვარზე დოკუმენტების უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას, ტერორისტული დანაშაულების კრიმინალიზაციის გაფართოებას და დახვეწას, ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის შექმნას, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებას, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მიზნით სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ბიომეტრიული პასპორტების გაცემას, გაეროს მიერ ტერორისტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების იმპლემენტაციას და სანაპირო დაცვის გაძლიერებას.

 

ამერიკის მხარე მიესალმება 2014 წლის მარტში საქართველოს მთავრობის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.


ანგარიშში ამერიკის მხარე აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს რეგიონალური და ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში საქართველოს მონაწილეობას და კონტრტერორიზმის საკითხებში თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებას.

ანგარიშში დადებითად შეფასდა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ზომები.


რეკომენდაციების სახით აღნიშნულია, რომ აუცილებელია მუსლიმი ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებასთან.

ტერორიზმი, ფოტი: euphrates.org
ტერორიზმი, ფოტი: euphrates.org

მასალების გადაბეჭდვის წესი