სამართალი

სასამართლომ გვიჩიანს და ჩემიას უვადო პატიმრობა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა

11 ივლისი, 2014 • • 1706
სასამართლომ გვიჩიანს და ჩემიას უვადო პატიმრობა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალა

როგორ მოსამართლე ლევან თევზაძემ განმარტა, საქმეში არ იყო დამამძიმებელი გარემოებები, თუმცა არ არსებობდა არც შემამსუბუქებელი გარემოება. თბილისის სააპელაციო სასამრთლომ უვადო პატიმრობა ზედმეტად მკაცრ სასჯელად მიიჩნია და 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა ორივე ბრალდებულს. ადვოკატ გელა ნიკოლაიშივლის თქმით, სასამართლო ძველი გადაწყვეტილების ტყვეობაში იმყოფება და გამართლებელი განაჩენის გამოტანა ვერ გაბედა.


მკვლელობა, რომლის ორგანიზებაშიც გია გვიჩიანს ედება ბრალი, 2002 წლის 13 აგვისტოს მოხდა. ”ეი-ეს-თელასის” ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე საკუთარ ბინაში, ბახტრიონის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული და ხელფეხშეკრული იპოვეს.


მკვლელობის გახსნილად გამოცხადების შემდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნენ: “ეი–ეს–თელასის” ფინანსური მენეჯერი გიორგი გვიჩიანი, როგორც მკვლელობის შემკვეთი, ნოდარ გვიჩიანი, როგორც შუამავალი შემკვეთს და მკვლელობის შემსრულებლებს შორის, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერხელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი, როგორც მკვლელობის უშუალო შემსრულებლები.

გიორგი გვირჩიანის დაპატიმრებას, შემდგომ მის გასამართლებას საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით საფუძვლად დაედო ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, ნოდარ გვიჩიანის მამხილებელი ჩვენება მკვლელობის შემკვეთის შესახებ, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელს, რომელსაც ჩადენილი ჰქონდა განსაკუთრებით მძიმე სხვა დანაშაულები, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სრულიად გათავისუფლდა სასჯელისაგან. 

გიორგი გვიჩიანი თავს უდანაშაულოდ თვლის, ის აცხადებდა, რომ მისი დაპატიმრება გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზნით მოხდა.


დანაშაული არ აღიარა მკვლელობის შემსრულებლის ბრალით გასამართლებულმა ნიკა ჩემიამაც და გიორგი გვიჩიანის მსგავსად მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი