სამართალი

ექიმის ცნობით, ზუგდიდში პოლიციელი დანის წვერით აწამეს

12 ნოემბერი, 2013 • • 1104
ექიმის ცნობით, ზუგდიდში პოლიციელი დანის წვერით აწამეს

საავადმყოფოს მორიგე ექიმის განცხადებით, დაზარალებული რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი თქმით, პოლიციელს ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, ყური აქვს მოჭრილი და დანის წვერითაა ნაწამები. ექიმის განცხადებით, მას თავზე კიდევ მრავლობითი დაზიანება აქვს. 

 

ექიმის განცხადებით, პაციენტი შოკურ მდგომარეობაშია და პერიოდულად გონებას კარგავს. პოლიციელი საავადმყოფოში პირველი საათისთვის სამაშველო რაზმმა მიიყვანა. შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი