სამართალი

პოლიციამ ბათუმში სასტუმროების მეპატრონეები დააკავა

22 აპრილი, 2013 • • 1247
პოლიციამ ბათუმში სასტუმროების მეპატრონეები დააკავა

შსს–ს ცნობით, დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. ისინი გადაყვანილი არიან  ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორში. მოწმის სტატუსით  დაიკითხნენ სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები. გამოძიება სსკ-ს 254–ე მუხლით (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გამოყოფა) მიმდინარეობს.

 

გაზეთ “ბათუმელებში” რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა სტატია სათაურით “სექსი იძულებით–ტრეფიკინგის ფაქტი ბათუმში”.  სტატია ეხება უზბეკეთის 4 მოქალაქის ტრეფიკინგის ისტორიას, რომლებიც მოტყუებით ჩამოიყვანეს ბათუმში და სექსმუშაკად მუშაობას აიძულებდნენ. ერთ–ერთმა ქალმა “ბათუმელებს” დეტალურად უამბო, სხვებთან ერთად როგორ ჩამოართვეს პასპორტები ბათუმში და როგორ ემუქრებოდნენ. 

 

“გვითხრა – აქ არის დისკოკლუბები – “არენა”, “ბომბა”,  “სთარს”, წადით  და იმუშავეთო. სექს-მომსახურება უნდა გაგვეწია კლიენტებისთვის. გვითხრა, რომ მთელი ღამით თუ მოვემსახურებოდით კლიენტებს, 300 დოლარს ავიღებდით, ერთჯერად მომსახურებაში კი – 50 დოლარს”, – ასე იხსენებს ტრეფიკინგში ჩართვის ფაქტს უზბეკეთის 23 წლის მოქალაქე, რომელმაც მეგობართან ერთად ქართულ პოლიციას მიმართა, სადაც სისხლის სამართლის საქმე არა ტრეფიკინგის, არამედ იძულების მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი (იძულება) ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი