სამართალი

ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

18 მარტი, 2013 • • 1767
ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა იწყება

პროცედურის მიხედვით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სასამართლოს ხელახლა გააცნობს ბრალდების არსს, შემდეგ კი დაიწყება მოწმეების დაკითხვა. აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე ათეული მოწმე უნდა დაიკითხოს, ასევე, უნდა განიხიხილონ სხვა მტკიცებულებები და მოსამართლემ ამის შემდეგ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. ბაჩო ახალაიამ და სხვებმა უარი განაცხადეს, მათი საქმე ნაფიც მაჯულებს განეხილათ.

 

საქმეში, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე განიხილავს, ბრალდებულია 7 პირი: ბაჩანა ახალაია, გიგი კალანდაძე, გაგა მკურნალიძე, ზურაბ შამათავა, მანუჩარ დარასელია, გიორგი კინწურაშვილი და მერაბ კიკაბიძე. საქმის მასალები რამდენიმე ტომისგან შედგება.

 

ბაჩო ახალაის ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება(სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილი), თავისუფლების უკანონო აღკვეთა(სსკ 143-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები), წამება (114–ე პრიმა მუხლი).

 

აღნიშნულ საქმეში გაერთიანებულია ორი სისხლის სამართლის საქმე: ერთი ეხება თავდაცვის სამინისტროში, ახალაიას

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია

კაბინეტში ჯარისკაცებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას(ე.წ. ვაშლის თლის ეპიზოდი), მეორე კი ერთ–ერთ სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა წამებას. ახალაია და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ ჯარისკაცთა ფიზიკური მომზადების პროცესი პროკურატურამ მიზანმიმართულად, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მიიჩნია წამებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი