სამართალი

იმერეთის ყოფილ ვიცე–გუბერნატორს პროკურატურა კითხავს

14 მარტი, 2013 • • 2045
იმერეთის ყოფილ ვიცე–გუბერნატორს პროკურატურა კითხავს

“დამიკავშირდა გამომძიებელი და მოწმის სტატუსით გამომიძახეს დაკითხვაზე, სატელეფონო საუბარი იყო. ამ ეტაპზე
ჩემთვის რაც არის ცნობილი, ისაა, რომ დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით დავიკითხები”, – განაცხადა გიგა შუშანიამ პროკურატურაში შესვლამდე.

დასაქმების სამინისტროში უმუშევართა ბაზების შექმნის დროს სახელმწიფოს მიერ 22 ათასამდე პირის ფიქტიურად

გიგა შუშანია, იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორი
გიგა შუშანია, იმერეთის ყოფილი ვიცე–გუბერნატორი

დასაქმებასთან და მათთვის 5 მილიონ ლარზე მეტი თანხის გადახდასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. პროკურატურის ცნობით, დასაქმებულები არ ასრულებდნენ კონკრეტულ სამუშაოს,  ისინი იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის”  აგიტატორები და ბიუჯეტის ფულით უკანონოდ მოხდა მათთვის ანაზღაურების მიცემა.

ამ საქმესთან დაკავშირებით თებერვალში მოწმის სტატუსით დაიკითხნენ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი