სამართალი

მკვლელობა კახეთში

1 მარტი, 2013 • 1299
მკვლელობა კახეთში

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ალექსი პ.-მ მისივე თანასოფლელი რამაზ კაციაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ალექსი პ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი – ერთლულიანი სანადირო თოფი  ამოიღეს, ხოლო თავად ალექსი პ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რაც 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი