პირველი პროცესი გახლდათ თავდაცვოს ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას წინასასამართლო სხდომა, რომელსაც მის შვიდ თანამშრომელთან ერთად ბრალად ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
“სასამართლო პროცესის მონიტორინგი არის ძლიერი ინსტრუმენტი სასამართლო რეფორმის მხარდაჭერისა და წინაპირობა სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიებისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე,” – განაცხადა ODIHR-ის დირექტრომა – “მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში საქართველოში საქმიანობა წვლილს შეიტანს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირების საკითხში”.
ODIHR-ის საერთაშორისო მონიტორების ჯგუფი იხელმძღვანელებს შესაბამისი ქვეყნის შიდა კანონმდებლობით და სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებით. ჯგუფი გამოსცემს საბოლოო ანგარიშს, რომელშიც აღწერილი იქნება ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც აღმოჩენილი იქნება მონიტორინგის დროს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.








