სამართალი

ბუტა რობაქიძის ოჯახმა სასამართლო პროცესი დატოვა

9 თებერვალი, 2013 • • 1037
ბუტა რობაქიძის ოჯახმა სასამართლო პროცესი დატოვა

“სოსომ მითითება გააკეთა ხმადაბლა, რომ არასწორად მიდიოდა რაღაცეები. პორკურატურას ამტყუნებდენ, რომ ეს ასე და ის ისეა. როგორც კი სოსომ პირველი სიტყვა თქვა, არც დაუმთავრებია, ეგრევე მოსამართლემ გარეთ გამოაგდო. შემდეგ მოვისმინეთ ყველაფერი. იაშვილიც გამოვიდა, ფირცხალავაც. ყველა იმრთლებს თავს, ეს იყო იმის ბრალი და ამის ბრალი. შემდეგ დონაძე გამოვიდა, გვისამძიმრებს რობაქიძეების ოჯახს. ჩემი მეორე ბიჭი ეუბნება, რა უფლება გაქვს რომ გვისამძიმრებ ადექი და პასუხი აგე.”

 

ამრან რობაქიძის განცხადებით, სასამართლო პროცესი მის მეორე ვაჟსაც დაატოვებინეს: “ამის შემდეგ, ოჯახმა სასამართლო პროცესი დავტოვეთ. ” 

 

 პორცესს ოჯახის ადვოკატი არ ესწრებოდა. სასამართლო პროცესს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი უძღვება.

 

საქალაქო სასამართლოში შსს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის გურამ დონაძისთვის და კიდევ ოთხი პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შფარდების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. გურამ დონაძეს პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად ორი დღის წინ წაუყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი