სამართალი

სასამართლომ კალანდაძესთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

21 ნოემბერი, 2012 • 980
სასამართლომ კალანდაძესთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ განაცხადა, რომ ამ საქმეზე გიორგი კალანდაძეს უკვე ჰქონდა შეფარდებული გირაო, შესაბამისად, ერთ საქმეზე ორი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება მან გამართლებულად არ მიიჩნია.

 

20 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართა გენშატბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძის დაკავების მოთხოვნით. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ახალ გარემოებებს, რომელშიც ფიგურირებენ –ზვიად აბესაძე, ბაჩო ახალაია და გაგა მკურნალიძე.

 

კალანდაძეს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ორჯერ წაუყენა, მესამედ კი  ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ ა” და „ ე”  ქვეპუნქტებით” წარედგინა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. წინა ორ შემთხვევაში კალანადაძე 20 ათასი და 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი