სამართალი

მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 25 დეკემბერს დაიწყება

9 ნოემბერი, 2012 • 1087
მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში 25 დეკემბერს დაიწყება

“ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა, ხოლო ბრალდებულებს – ზურაბ შამათვასა და გიორგი კალანდაძეს შეეფარდა გირაო 20 ათასი ლარის ოდენობით.

 

გირაოს სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში კალანდაძე და შამათავა გათავისუფლდებიან”, – განაცხადა სპიკერმა მოსამართლემ.

 

პროკურატურის შუამდგომლობის განხილვისას დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო სანქციის გამოყენების შესახებ.

 

ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას საქმეზე არსებითი განხილვის წინა სასამართლო სხდომა გაიმართება 25 დეკემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი