სამართალი

ახალაიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს

8 ნოემბერი, 2012 • 1129
ახალაიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს

“არც ერთ ეპიზოდში ის ბრალს არ აღიარებს,” – განცხადა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა.

 

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს – მე-4 ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავას, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს. ადვოკატ დავით დეკანოიძის თქმით, ბრალს არც შამათავა აღიარებს.

 

ამავე – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წაუყენეს ბრალი გაერთიანებული შტაბის უფროსს – გიორგი კალანდაძესაც.

 

ადვოკატების განცხადებით, სამივე შემთხვევაში მტკიცებულებები ეფუძნება ფიზიკური პირების ჩვენებებსა და განცხადებებს.

 

შეგახსენებთ, ახალაია, კალანდაძე და შამათავა პროკურატურამ 7 ნოემბერს დააკავა.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილისთვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილს, იგი 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი