“შესაძლოა, გამოძიების დასრულების შემდეგ ამ საკითხს მივმართოთ”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.
კბილაშვილმა ასევე განმარტა, თუ რატომ მოხდა გამთენიისას გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მე-4 ბრიგადის მეთაურის დაკავება. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაიასა და მისი ადვოკატისთვის ცნობილი გახდა ის თემატიკა, თუ რაზე ედავებოდა მას გამოძიება და ამ ეპიზოდში ჩართული იყვნენ ასევე კალანდაძე და შამათავა, შესაძლებელი იყო მათთვისაც ხელმისაწვდომი გამხდარიყო ეს ინფორმაცია და ამის გამო გახდა აუცილებელი მათი გამთენიისას დაკავება.
შეგახსენებთ, 7 ნოემბერს, გამთენიისას დაკავებულნი იქნენ: თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მე-4 ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. მათ ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ, რასაც საფუძვლად დაედო ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ჩვენებები, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ აღნიშნულმა პირებმა გასული წლის ოქტომბერში მათზე განახორციელეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.