სამართალი

რის საფუძველზე დაუბრუნეს ივანიშვილს 80 მილიონი ლარი

6 ნოემბერი, 2012 • 1024
რის საფუძველზე დაუბრუნეს ივანიშვილს 80 მილიონი ლარი

განმარტებაში წერია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18მუხლის მე-11 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევის გამო გააუქმა ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებული ყველა  სააღსრულებო ღონისძიება და ზემოხსენებული ბრძანება გამოსცა.

 

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჯარიმის სახით ჩარიცხული 79 710 021,60 ლარი არ ყოფილა გახარჯული და რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2012 წლის 18 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე აღნიშნული თანხა ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნდა.

 

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილს ჯარიმა 79 710 021,60 ლარის ოდენობით პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შეწირულობის განხორციელებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე  დაეკისრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი