სამართალი

‘ქართული ოცნების’ ოფისზე თავდამსხმელს პატიმრობა მიესაჯა

1 სექტემბერი, 2012 •
‘ქართული ოცნების’ ოფისზე თავდამსხმელს პატიმრობა მიესაჯა

ინფორმაცია ამის შესახებ შსს–მ დღეს, 1 სექტემბერს გაავრცელა. ხაჩატურიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლის მიხედვით გაასამართლეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

 

თეთრიწყაროს “ქართული ოცნების” შტაბის უფროსის მიხეილ ჩომახაშვილის განცხადებით, შემთხვევა 31 აგვისტოს, 23:30 საათზე მოხდა, რა დროსაც ადგილობრივი მცხოვრები დათო ხაჩატურიანი თავს დაესხა “ქართული ოცნების” თეთრიწყაროს შტაბს.

 

ქართული ოცნების თეთრიწყაროს შტაბი
ქართული ოცნების თეთრიწყაროს შტაბი

“ღამის 12–ის ნახევარი იყო,  ვისხედით ოფისში და მომავალი დღის განრიგს ვგეგმავდით. ამ დროს ოფისში შემოვარდა პიროვნება, რომელიც გამომწვევად იქცეოდა. ოფისში 10 კაცი ვიყავით, თან ქალბატონი იყო ჩვენთან. ვთხოვეთ, რომ გასულიყო გარეთ. მოვახერხეთ მისი გარეთ გაყვანა. ის გვაგინებდა არაადამიანური ენით. მთვრალი ნამდვილად არ იყო, ნასვამის იმიტაცია იყო, არც ფეხი ერეოდა. ამის შემდეგ ჩვენ შემოვედით ოფისში და ჭიშრაკი ჩავკეტეთ, იქიდან დაგვიწყო გინება და ჩვენ არ ავყევით”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კოალიციის თეთრიწყაროს შტაბის უფროსმა მიხეილ ჩომახაშვილმა.

 

მისი თქმით, თავდამსხმელი აგრესიული იყო და “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატის შალვა ხაჭაპურიძის ცოლზეც კი გაიწია დასარტყმელად.

 

დაგვინგრა. ჩვენ არ ავყევით ამ პროვოკაციას. პოლიციას დავურეკეთ მაშინვე. მერე ისევ შემოგვივრდა შიგნით და რადგან პოლიცია არ მოვიდა, უკვე მე წავედი პოლიციაში და ვთხოვე მათ, რომ ჩამოსულიყვნენ და წაეყვანათ, თუმცა,  პოლიციის რეაგირება იყო დაგვიანებული. პოლიციამ გვითხრა, რომ ჩვენ ავარიაზე ვიყავითო, ხოლო როდესაც მე მივედი პოლიციაში, იმ დროს პოლიციის  ეზოში 7–8 კაცი იყო. მე ვიცოდი, რომ ისინი იმ კამერით, რომელიც ჩვენს ოფისთან არის დამონტაჟებული გვიყურებდნენ, მაგრამ რეაგირება არ იყო მყისიერი,” – იხსენებს ჩომახაშვილი.

კოალიციის თეთრიწყაროს შტაბის უფროსის თქმით, თავდამსხმელი დათო ხაჩატურიანი იყო, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა გუმარჯოს 5 ნომერს, დათო ბეჟუაშვილს გაუმარჯოსო. 

“გვიყვიროდა წაეთრიეთ აქედანო. ადგილობრივია, მახსოვს ბავშვობიდან. დასაქმებულია ორ ადგილზე, ბაქო–ჯეიჰანის დაცვაში მუშაობს, ეს სამსახური ითვლება ყველა თეთრიწყაროელი ახალგაზრდისთვის საოცნებოდ”– ამბობს ჩომახაშვილი და დასძენს, რომ პოლიცია მის წასაყვანად დაგვიანებით მოვიდა.

“მოვიდნენ, წაიყვანეს და უთხრეს ზედმეტი მოგივიდაო. ამის შემდეგ ჩვენთან არავინ მოსულა. არც არავის დავუკითხივართ, დილის 7 საათამდე აქ ვიჯექით, ველოდებოდით უშედეგოდ, ეს იყო პროვოკაცია”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბრისას ჩომახაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი