სამართალი

შსს: გოგორელიანი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

19 აპრილი, 2012 •
შსს: გოგორელიანი ნარკოლოგიურ შემოწმებაზეა გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლაშა გოგორელიანი იმის გამო დააკავეს, რომ ვახტანგ მელიქიძის თანმხლები პირი იყო, რომელსაც, ზურაბ გვენეტაძის თქმით, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინეს:

“გოგორელიანი გადაყვანილია ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. თუ ყველაფერი წესრიგშია, მას გაათავისუფლებენ. ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა ვახტანგ მელიქიძეს და ის მის თანმხლებ პირებთან ერთად დააკავეს. მელიქიძისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ”, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზურაბ გვენეტაძემ.

მისივე თქმით, ჯერ დადგენილი არ არის, თუ რა სახის ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა მელიქიძეს: “დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება” , – განაცხადა გვენეტაძემ.

ლაშა გოგორელიანის ძმა – ლევან გოგორელიანი “რუსთავი 2”-ის “კომედი შოუს” თანამშრომელი იყო, რომელიც ცოტა ხნის წინ ბერა ივანიშვილის Georgian dreams studio-ში გადავიდა ამავე შოუს სხვა რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად.

“ჩემს მანქანაში იჯდა თავის 2 მეგობართან ერთად და სამივე წაიყვანეს და ჩემი მანქანაც წაიღეს. გაურკვეველი ადამიანები იყვნენ იმიტომ, რომ იყვნენ ჩვეულებრივად სამოქალაქო ფორმებში ჩაცმულები და 6 მანქანით იყვნენ. ჰყავთ მოდულის შენობაში,” – განაცხადა ლევან გოგორელიანმა პალიტრა ტვ-სთან საუბარში. 

მისივე თქმით, მისი ძმა – ლაშა გოგორელიანი, ასევე ბერა ივანიშვილის სტუდიაში მუშაობს.

ამავე თემაზე:

”რუსთავი 2-ის” თანამშრომლები სამუშაოდ ბერასთან გადავიდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი