სამართალი

სკოლის დირექტორები ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

13 დეკემბერი, 2011 • 1340
სკოლის დირექტორები ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის დირექტორთა მხრიდან ქრთამის აღების ფაქტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალურმა ინსპექციამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინეს. სამინისტროს ცნობით, ქრთამის აღების შემთხვევები სკოლის შეშით მომარაგების პროცედურებს უკავშირდება.

დაკავებულები არიან გორის რაიონის სოფლების– ფლავისმანის, ნიქოზის, გარეჯვარის– საჯარო სკოლების დირექტორები: გიორგი ქარელი, მარინე თარაშვილი, მიხეილ ბიბილაშვილი და გარეჯვარის სკოლის სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი სოფიო ჩალაური.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს  განცხადებით, სკოლის დირექტორები სკოლის შეშით მომარაგების საკითხზე დანაშაულებრივად გაურიგდნენ ერთ–ერთ ინდმეწარმეს. შეთანხმების თანახმად, დირექტორები მეწარმის საამქროდან შეიძენდნენ შეშას და მას სკოლის ანგარიშიდან პირად ანგარიშზე ჩაურიცხავდენენ შეშის ღირებულებაზე მეტი ოდენობის თანხას, შემდეგ ზედმეტად დარიცხული თანხის უკან დაბრუნება კი ქრთამის სახით მოხდებოდა.

სამართალდამცველებმა დირექტორები დანაშაულის ფაქტზე დააკავეს. გამოძიება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას დაადგენს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მუხლი თავისუფლები აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი