სამართალი

ქეთევან იგნატოვას სახლში განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო

16 მარტი, 2016 • 2045
ქეთევან იგნატოვას სახლში განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო

შსს-ს პრესცენტრში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ჟურნალისტ ქეთევან იგნატოვას სახლში განხორციელებულ თავდასხმაზე, რის შესახებაც ინფორმაციას ტელეკომპანია “ტაბულა” ავრცელებს, გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს, თუმცა ტაბულა დაზარალებულის შვილზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელებმა დაჭრეს როგორც იგნატოვა, ასევე მისი მეუღლე, თუმცა შსს ამას არ ადასტურებს

“ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები”, – აცხადებენ უწყებაში.

“ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე”, – ვკითხულობთ სისხლის სამართლის კოდექსში.

ქეთევან იგნატოვა © ტაბულა

ქეთევან იგნატოვა © ტაბულა

მასალების გადაბეჭდვის წესი