სამართალი

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

21 ივნისი, 2011 • 1236
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში სამშვიდობო მისიის მონაწილე კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი გია გოგუაძე, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა, თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა.

“მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო სამხედროს გადარჩენა ვერ შეძლეს” – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდაცვლილის ცხედარი უკვე გადმოსვენებულია საქართველოში.

გია გოგუაძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2010  წლიდან მსახურობდა. ავღანეთში ის III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში მსახურობდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს და იქვე აცხადებს, რომ ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი