Interviews

“შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა” – საპატრიარქოში ევროპარლამენტარს უმასპინძლეს

23 ივლისი, 2018 • 1777
“შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა” – საპატრიარქოში ევროპარლამენტარს უმასპინძლეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ცნობით, 23 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს თანმხლებ პირებთან ერთად ეწვია საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი.

“საუბარი შეეხო ორივე მხარისთვის საინტერესო თემებს. შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა”, – ამ მოკლე განცხადებით შემოიფარგლა საპატრიარქო, სადაც დეტალურად არ წერია, თუ რის შესახებ ისაუბრეს მხარეებმა.

მამიკინსი ასევე შეხვდა საქართველოს პარლამენტის წევრებს. უმრავლესობის დეპუტატის, თამარ ხულორდავას ცნობით, ევროპარლამენტმა მუშაობა დაიწყო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშზე. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტს საქართველოს საკითხების შესახებ წარმოადგენს  დანიშნული მომხსენებელი, ანდრეს მამიკინსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი