Interviews

მარგველაშვილი: საქართველო ავღანეთის მისიაში კვლავ ერთ-ერთი მთვარ კონტრიბუტორად რჩება

9 ივლისი, 2016 • 1340
მარგველაშვილი: საქართველო ავღანეთის მისიაში კვლავ ერთ-ერთი მთვარ კონტრიბუტორად რჩება

გიორგი მარგველაშვილმა NATO -ს სამიტის ფარგლებში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვდრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო კვლავ იქნება “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის მონაწილე.

ინფორმაციას პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შესახებ ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრა NATO – ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. რის შემდეგაც სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების სიტყვით გამოსვლები გაიმართა.

“საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას იმ საერათო ძალისხმევაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ტერორიზმთან ბრძოლაში NATO- ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები ახორციელებენ.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს მსოფლიო დგას გამოწვევების წინაშე, უსაფრთხოება განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და პირიქით, უსაფრთხოების გარეშე განვითარება არ არსებობს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთო ძალისხმევით მოხერხდა ტერორიზმის შეკავება.

ასევე ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა, საქართველო იყო და რჩება ერთ- ერთ მთავარ კონტრიბუტორად და ქართველი ხალხის ურყევი ნებაა, გახდეს ნატოს წევრი.
თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად უჭერს მხარს ალიანსს მისიის განხორციელებაში და ეხმარება ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ოპერაციის წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველო ატლანტიკური სივრცის ოჯახის წევრად მიიჩნევს თავს და მისი ამოცანა ნატოში გაწევრიანებაა,”- აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

 

NATO-ს სამიტის ფარგლებში, ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვდრა. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

NATO-ს სამიტის ფარგლებში, ავღანეთის მისიაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვდრა. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი