13 თებერვალს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე SET FEST წარმოგიდგენთ Winter Set 2016-ს. ფესტივალების სერიას წელს 5 წელიწადი უსრულდება. საიუბილეო თარიღებს SET FEST ახალი პიარ-კამპანიით აღნიშნავს.
#მნიშვნელობა არა აქვს, #მთავარია სიყვარული, #მუსიკა გვაერთიანებს – ეს სლოგანები წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებების ხუთივე სერიას შეეხება.
„ეს კამპანია მიმართულია აგრესიის და სნობიზმის წინააღმდეგ. ძალიან ბევრ ფაქტს, რომელზეც კეთდება აქცენტი, მოიცავს სოციალურ ქსელებს და ქმნის აგრესიულ განწყობასა და გარემოს, სინამდვილეში არ უნდა დაეთმოს ამხელა ყურადღება. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც ყველგან, მუსიკას აქვს ძალა, ერთ სივრცეში გააერთიანოს ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები,” – ამბობს SET FEST-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნიკა დვალიძე.
მსმენეელი Winter Set 2016-ზე ხუთ არტისტს შეაფასებს:
SLEEP PARTY PEOPLE – კურდღლის ნიღბიანი ელექტრონული Dream pop-ისა და Post Rock მიმდინარეობის მუსიკალური ბენდი 2013 წელს უკვე იმყოფებოდა Batumi Summer Set 2013-ზე. Sleep Party People კოპენჰაგენში 2008 წელს შეიქმნა, გამოშვებული აქვთ 3 სტუდიური ალბომი: Sleep Party People – 2010 წელს, We Were Drifting On a Sad Song – 2012 წელს და Floating – 2015 წელს.
DARKSTAR – ბრიტანული ჯგუფი შედგება ორი წევრისგან – James Young და Aiden Whalley, რომელთა კარიერაც 2007 წელს დაიწყო. ჯგუფს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა ალბომმა North, რომელიც 2012 წელს Hyperdub ლეიბლებზე გამოვიდა. 2013-ში Warp Records -ზე დარელიზდა „News From Nowhere“, ხოლო მესამე ალბომი “Foam Island” 2015 წელს Warp Records-ზე გამოვიდა. ალბომი შთაგონებული იყო ბრიტანეთში იმ დროისთვის განვითარებული სოციალური ცვლილებებით, კერძოდ, თუ რა გავლენა მოახდინა ამ პოლიტიკურმა ცვლილებებმა ახლგაზრდა თაობაზე.
PIONAL – იგივე Miguel Barros ესპანელი პროდიუსერი, რემიქსერი და ელექტრონული მუსიკის წარმომადგენელია მადრიდიდან. Pional-ის live მუსიკა გამოირჩევა ვოკალით. თითქმის ყველა მისი ტრეკი ინსტრუმენტირებულია ბარაბანის გამორჩეული ხმებით, რაც მის მუსიკას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ხშირად თანამშრომლობს სხვადასხვა არტისტებთან, თუმცა გამორჩეულ ნამუშევრებად სახელდება ესპანელ პროდუსერთან John Talabot – თან ერთად შექმნილი ტრეკები.
WYLTI – ქართული მუსიკალური პროექტი WYLTI (ვაილთი) აქტიურად მუშაობს 2012 წლიდან. ამ პერიოდში მათ უკვე გამოუშვეს ორი ალბომი და რამდენიმე EP, რომელიც მეტწილად ორიენტირებულია ambient/chillout ჟღერადობაზე.
SINOPTIK MUSIC – მუსიკალური პროექტი Sinoptik Music 3 წელია არსებობს და მისი მიმართულებაა Atmospheric, Soundscape, Deep, Electronic Ambient-ის ჟანრები, ასევე იყენებს ფორტეპიანოს ჟღერადობას და ფილმის საუნდტრეკებს. თანამშრომლობენ ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან “Sleep Party People”, “Sun Glitters” ლუქსემბურგიდან, ასევე აქვთ კოლაბორაციული ნამუშევრები პოლონელ არტისტთან Lukas Termena-სთან და ქართველ მუსიკოსებთან: ტუსია ბერიძესთან, Sophie Villy-სთან და გოგი ძოძუაშვილთან.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ისე ონლაინ.