აფიშაახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი დააკავეს

4 დეკემბერი, 2024 •
ალეკო ელისაშვილი დააკავეს

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ძალადობით, ან ძალადობის მუქარით ჩადენილ დევნას გულისხმობს.

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ელისაშვილი დააკავეს საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი