საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 26-29 მაისს რიგით მე-18 თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს მართავს. ფესტივალი „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ყოველდღ 11:00-დან 20:00-მდე, ჩატარდება. გახსნის ცერემონია 26 მაისს, 13:00-ზე, მე-11 პავილიონის მთავარ სცენაზე შედგება.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილებას 55 გამომცემლება, გამავრცელებლებელი ორგანიზაცია, წიგნის მაღაზიება, უნივერსიტეტი, საელჩო, საერთაშორისო, საჯარო და სხვა ტიპის ორგანიზაცა მიიღებს.
ორგანიზატორთა ცნობით, ფესტივალის მთავარი სცენა ოთხი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებით. დეტალური პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება. სპეციალური პროგრამა გაიმართება საბავშვო კუთხეში.