საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს კონკურსს ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში.
საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წლის 20 მაისიდან 2017 წლის 1 ივნისამდე. შემოსულ მასალებს განიხილავს ჟიური, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც მედია საშუალებების, ისე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
საპრიზო ფონდი შეადგენს 1500 ევროს. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 ივნისი.
შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: სამართლიანობის, დაბალანსების, წყაროთა სიმრავლისა და ნეიტრალური ენის გამოყენების პრინციპები. პროექტის თემა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხზე უნდა იყოს, რაც ეხება და აღელვებს საზოგადოებას და მის სხვადასხვა ჯგუფებს. ნაშრომში ასახული უნდა იყოს თუ რა გავლენა იქონია ამ კონკრეტულმა საკითხმა ხალხზე, ნაშრომი უნდა საუბრობდეს პრობლემასა და უსამართლობაზე პირდაპირი და გასაგები ენით, ამასთანავე, განვითარებული მოვლენები ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მიიზიდოს მკითხველი, მსმენელი და მაყურებელი; ნაშრომში დემონსტრირებული უნდა იყოს ავტორის კვლევის, ანალიზის და ინტერვიუს აღების უნარები; პროექტში წარმოდგენილი უნდა იყვნენ, როგორც ის პირები, რომლებსაც შეეხოთ პრობლემა, ასევე ისინიც, ვინც პასუხისმგებლები არიან მათ გადაწყვეტაზე.
პროექტი ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ, დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.
გთხოვთ საბუთები და საკონკურსო მასალა წარმოადგინოთ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში.
მისამართი: მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო
საკონტაქტო პირი:
თიკო ცომაია
ტელ: 599502446
t.tsomaia@gipa.ge