რეკლამა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო გაიხსნება, რომელსაც „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსებს

6 აპრილი, 2017 • 1711
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო გაიხსნება, რომელსაც „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსებს

დღეს, 6 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „m2 უძრავ ქონებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველო შეიქმნება, რომლის ნაწილის სარემონტო სამუშაოებსაც კომპანია m2 დააფინანსებს.

აღნიშნული სივრცე სამკითხველო დარბაზს, მუზეუმს, სტუდენტურ ინოვაციურ კუთხესა და რეგისტრატურას გააერთიანებს. ეროვნული ბიბლიოთეკისა და m2-ის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, ეს ადგილი ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი სივრცე უნდა გახდეს. ის ჩაფიქრებულია, როგორც ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული ადგილი.

ვაჟა-ფშაველას კომპლექსი საღამოობით საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და წიგნის პრეზენტაციებსაც უმასპინძლებს.

„ვაჟა-ფშაველას მუზეუმ–სამკითხველოს შექმნა საკუთარი არსით იქნება ერთგვარი ხიდი ტრადიციულ სამკითხველოსა და ინოვაციურს შორის, ერთგვარად ისეთი, როგორიც იყო თვითონ ვაჟა. ამ სივცრის ნებისმიერი შემადგენილი უკიდერსად მნიშვნელოვანი და საჭიროა თანამედროვე ბიბლიოთეკისთვის“ – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

m2-სთვის, ჩვენი თითოეული თანამშრომლისთვის ძალიან დიდი პატივია ვაჟა-ფშაველას მუზეუმ-სამკითხველოს შექმნაში მონაწილეობის მიღება. გვიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცე შეემატება. განათლების ხელშეწყობა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვასთან და ადაპტირებული გარემოს შექმნასთან ერთად“ – განაცხადა  m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

ვაჟა-ფშაველას დარბაზი შემოდგომაზე გაიხსნება.

PHOTO - Copy

მასალების გადაბეჭდვის წესი