რეკლამა

გალტ ენდ თაგარტმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ობლიგაციები განათავსა

5 აგვისტო, 2016 • 1982
გალტ ენდ თაგარტმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ობლიგაციები განათავსა

სს გალტ ენდ თაგარტმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) 60 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით განთავსების შესახებ განაცხადა.  ობლიგაციების ვადა 5 წელია და განთავსება მცურავი განაკვეთით მოხდა, საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი (91-დღიანი) სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთში. განთავსების ერთადერთი აგენტი გალტ ენდ თაგარტია.

მოხარული ვარ აღვნიშნო გალტ ენდ თაგარტის როლი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. გალტ ენდ თაგარტი უკვე არის ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ასევე მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ კაპიტალის მოზიდვის დამატებით წყაროებს. აღსანიშნავია, რომ წელს საერთაშორისო ფინანსურები ინსტიტუტების ობლიგაციები გალტ ენდ თაგარტის მიერ მესამედ განთავსდა, გამოშვებული ობლიგაციების ჯამური მოცულობა კი 231 მილიონი ლარიაგანაცხადაგალტ ენდ თაგარტ“ –ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი