რეკლამა

წინანდლის სახლ-მუზეუმში სალონური საღამოების ტრადიცია აღდგა

24 მაისი, 2016 •
წინანდლის სახლ-მუზეუმში სალონური საღამოების ტრადიცია აღდგა

22 მაისს წინანდალს ხუთი უცხოელი, თანამედროვე პოეტი და მწერალი ეწვია.  ლიტერატურის მოყვარულებს ქართული, თურქული, იტალიური, ებრაული და რუსული თანამედროვე პროზისა და პოეზიის გაცნობის  შესაძლებლობა მიეცათ.

როგორც ცნობილია, სტუმართმოყვარეობით განთქმული ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი, მაშინდელი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული კერა იყო. საქართველოში ჩამოსული სტუმრები ჭავჭავაძეების სახლში ეცნობოდნენ, ქართველი ერის ისტორიას, ტრადიციებს, მუსიკასა და მწერლობას. კულტურულ ღონისძიებათა შორის განსაკუთრებულ ადგილს სწორედ სალონური საღამოები იკავებდა.

 

დავით მაღრაძე

დავით მაღრაძე


სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული კულტურისა და ტრადიციის გაერთიანება ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ამჯერად ლიტერატურის მეშვეობით მოხდა. ღვინისა და ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გამართულ საღამოს თანამედროვე ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლები მეჰმეთ ოლთუნმა, დავიდე რონდონიმ, ვალერი პოპოვმა, ტატიანა გროზნაიამ და დანიელ ოზმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოში ისინი პოეტ დავით მაღრაძის მოწვევით ჩამოვიდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

სხვადასხვა ენაზე პოეზიის კითხვა, დავით მაღრაძის ახალი წიგნის პრეზენტაციით დასრულდა. წინანდალში ჩასულ სტუმრებს, პოეტმა რამდენიმე ლექსი წაუკითხა კრებულიდან, რომლის სახელწოდებაა „უსადაურო“.

კირა გროზნაია, დათო მაღრაძე, დავიდე რონდონი, მეჰმეტ ალთუნი; ზედა რიგში დგანან: დანიელი ოზი, გიორგი ხარაბაძე, ვალერი პოპოვი.

მარჯვნიდან მარცხნივ სხედან კირა გროზნაია, დათო მაღრაძე, დავიდე რონდონი, მეჰმეტ ალთუნი;
ზედა რიგში დგანან: დანიელი ოზი, გიორგი ხარაბაძე, ვალერი პოპოვი.

„ძალიან მიხარია, რომ ამ ჯადოსნურ ადგილას, ჩემი მეგობრების, გიორგი რამიშვილისა და გიორგი ხარაბაძის დახმარებით, შევძელით ამ საღამოს გამართვა. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ქვეყნის პოეზიას წინანდალში ისევ კითხულობენ და ძველი ტრადიციების აღდგენა ამ ისტორიულ ადგილას პოეზიის მეშვეობით ხდება“, – ამბობს დავით მაღრაძე.

პოეზიის საღამოების და ფესტივალების გამართვა წინანდალში მომავალშიც იგეგმება.

წიგნი2007 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმმა უმასპინძლა: გიდონ კრემერის, კრემერატა ბალტიკას, ელისო ვირსალაძის, ლიზა ბათიაშვილის, ხატია ბუნიათიშვილის, ალისა სარა ოტის, მარიო სტეფანო პიეტროდაჩის, ლუკა ლუჩინის, ჯოშუა ბელის და სხვა უცხოელი და ქართველი ხელოვანების საღამოს. ასევე, გაიმართა სალვადორ დალის, პაბლო პიკასოს, ნიკო ფიროსმანის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის, დიმიტრი და სანდრო ერისთავების, სერგო ქობულაძის, ლევან მეხუზლას, ირაკლი ფარჯიანის და კარლო კაჭარავს გამოფენები.

მასალების გადაბეჭდვის წესი