ეკონომიკა

გიორგი ქადაგიძე მის შესაძლო პოლიტიკოსობაზე: არასოდეს თქვა არასოდეს

17 თებერვალი, 2016 • 1272
გიორგი ქადაგიძე მის შესაძლო პოლიტიკოსობაზე: არასოდეს თქვა არასოდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით “ამ წუთას გეგმები არ აქვს”, თუმცა იქვე დასძენს, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. ამის შესახებ ქადაგიძემ რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა:

“ასეთ გამოთქმას მოვიშველიებ: თუ გინდა რომ ღმერთი გააცინო, საკუთარ გეგმებზე უნდა ესაუბრო. მე ამ წუთას ამასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები არ მაქვს. შემიძლია გითხრათ ჩემი მოკლევადიანი გეგმები. პირველი, მე ვარ მიწვეული რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ვიქნები ლექტორი 2-კვირიანი შუალედებით. ესენია: ყირგიზეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი და ა.შ. ასევე ილიას უნივერსიტეტთან, ეკონომიკის კვლევით ცენტრსა და პროფესორ ფუკუიამასთან ერთად გვაქვს საინტერესო პროექტი. ეს არის ჩემი 2-3 თვის უახლოესი გეგმები. იმის იქით გეგმა არ მაქვს”, – განაცხადა ქადაგიძემ.

გიორგი ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს რამდენიმე დღეში დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი