ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ბრიტანელ ინვესტორებს ხვდება

24 მარტი, 2011 • 1001
ფინანსთა მინისტრი ბრიტანელ ინვესტორებს ხვდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, იმყოფება, სადაც „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – რაკია საქართველოს“ ორგანიზებით მსხვილ ინვესტორებთან შეხვედრა იმართება.

ფინანსთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ–გვერდზე გავრცლებეული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაში საქართველო-დიდი ბრიტანეთის სავაჭრო პალატაში შემავალი 100-ზე მეტი უმსხვილესი კომპანის ხელმძღვანელი მონაწილეობს. მათ შორის არიან კომპანიები: Etco International Commodities Ltd; Mcmillan&Co (Electrical Engineers) Ltd; Kelan Clothing Manufacturers Ltd; Heritage Chocolate Coins; Helifix Ltd; Technology in Motion Ltd; Harvey Fabrication Ltd და სხვა

შეხვედრის მიზანია, უცხოური კომპანიებისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების გაცნობა და საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობების განხილვა.

ანალოგიური შეხვედრა ინვესტორებთან ერთი თვის წინ ფინანსთა მინისტრმა ინდოეთში გამართა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად მონაწილეობა მიიღო მუმბაიში გამართულ ბიზნესკონფერენციაზე.

კახა ბაინდურაშვილის სამუშაო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში ზეგ დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი