ეკონომიკა

ხადური: საგადასახადო დავის დროს საბანკო ანგარიშს ყადაღა მხოლოდ სასამართლოს ნებართვით დაედება

11 თებერვალი, 2016 • 1882
ხადური: საგადასახადო დავის დროს საბანკო ანგარიშს ყადაღა მხოლოდ სასამართლოს ნებართვით დაედება

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, პარლამენტში მოგების გადასახადის რეფორმასთან ერთად ერთად შევა კანონპროექტი, რომლის მიღების შემდეგაც, საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით განხორციელდება

“დღეს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, დაადოს ყადაღა სასამართლის გარეშე. შემოსავლების სამსახური აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებს აღნიშნულ ქმედებას, მაგრამ 48 საათში მან უნდა მიიღოს სასამართლოსგან თანხმობა. თუ არ მიიღებს თანხმობას, ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად. საგადასახადო შემოწმებას  განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო,”– განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 11 თებერვალს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

გარდა ამისა, მანვე განაცხადა, რომ საქართველოს ფინაანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახური საგადასახადო შემოწმებებს აღარ ჩაატარებს და ამის უფლება მხოლოდ შემოსავლების სამსახურს ექნება.

ნოდარ ხადურის განცხადებით, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გადასახადის გადამხდელებს, რომელთაც არ უფიქსირდებათ აქტივობები, ჩამოეწერებათ დავალიანებები, რომელიც მათ 2011 წლამდე დაუფიქსირდათ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი