ეკონომიკა

Facebook-ი Lukoil-ზე ძვირი ღირს

14 მარტი, 2011 • • 1227
Facebook-ი Lukoil-ზე ძვირი ღირს

წყარო: ianvaleza.com
წყარო: ianvaleza.com

საინვესტიციო ფირმა General Atlantic-ი მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელის, Facebook-ის 0.1%-ის შესყიდვას გეგმავს. გარიგებამ ქსელის ფასი, შესაძლოა, 65 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს.  ბოლო წლების განმავლობაში კომპანიამ მოგების  შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა, ხოლო 2009 წლის შუა რიცხვებში მისმა წილებმა კომპანიის საბაზისო ღირებულების 10 მილიარდი დოლარი შეადგინეს.

General Atlantic-მა საკუთარი განზრახვის შესახებ უკვე განაცხადა, მას სურს,   წილები Facebook-ის რამოდენიმე ყოფილი თანამშრომლისგან შეიძინოს. გარიგება ჯერ არ დახურულა, CNBC-ის მიხედვით, მან სოციალური ქსელის ღირებლება 30 %-ით გაზარდა.

როგორც  Investcafe-ს ანალიტიკოსმა გეორგი ვორონკოვმა განაცხადა,  აღნიშნულ სოციალურ ქსელს ყოვეთვიურად 620 მილიონი ადამიანი სტუმრობს. Goldman Sachs-ის მიხედვით, 2010 წლის 9 თვეში პროექტის შემოსავალმა 1.2 მილიარდი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ კი –355 მილიონი დოლარი.

რუსეთში ყველაზე პოპულარული ორი სოციალური ქსელი-Odnoklassniki და  Vkontakte, როგორც ბიზნეს-მოდელი, ყველაზე ახლოს დგას Facebook-თან. რაც შეეხება MySpace-ს, Baidu Space-ს, Twitter-სა and Orkut-ს, მათ შორის პირველი აშკარად არამომგებიანია ბიზნესის თვალსაზრისით, რაც შეეხება დანარჩენების მონაცემებს, Twitter-ის გარდა, ყველა შემთხვევაში შეჯამებულია მათი დამფუძნებელი კომპანიების ანგარიშები, მათი რაოდენობა კი უცნობია. რაც შეეხება Odnoklassniki-ს, მისმა მოგებამ 2010 წელს 25.4 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო ყოველთვიურად მას 15.25 მილიონი ადამიანი სტუმრობს. Vkontakte-ს მოგება, შესაბამისად, 15.5 მლნ დოლარი, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა თვეში 18.4 მილიონია. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ერთ ვიზიტორს, საშუალოდ, 1.12 დოლარის ოდენობის მოგება მოაქვს სოაციალური ქსელისათვის.

2007 წელს სარეკლამო ბაზარი 45 მილიარდ დოლარად შეფასდა, 2008 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 51.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, 2009 წელს მან 56.7 მილიარდი დოლარი შეადგინა,  2010 წელს-61.8, ხოლო 2011 წელს– 67.34 მილიარდი დოლარი. ამიტომ სოციალური ქსელების მომხმარებელი ყოველწლიურად 9.75 %-ით „ძვირადღირებული“ ხდება, 2011 წელს Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა 670 მილიონამდე გაიზრდება და მისი საშუალო საპროგნოზო წლიური შემოსავალი დაახლოებით 824 მილიონ დოლარს მიაღწევს.

ამჟამად Facebook-ის ღირებულება უკვე  65 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ინვესტორებს მომავალი მოგების დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს. შედარებისთვის, რუსეთის უმსხვილესი, კერძო საკუთრებაში არსებული ნავთობ-კომპანია Lukoil 62 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი