ეკონომიკა

თებერვლის ინფლაცია საქართველოში

11 მარტი, 2011 • • 1070
თებერვლის ინფლაცია საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 2,8 პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ფასების მატებამ  ძირითადი გავლენა ისეთ ჯგუფებზე იქონია, როგორებიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, აღნიშნულ პერიოდში ფასები 6,0 პროცენტით გაიზარდა და, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 2,7 პროცენტი შეადგინა. ფასების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე დაფიქსირდა და 18,1 პროცენტი შეადგინა, ხოლო შაქარსა და საკონდიტრო ნაწარმზე – 9,1 პროცენტი, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 8,7 პროცენტი, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 7,1 პროცენტი დაფიქსირდა. ამასთანავე, გაიზარდა  ტრანსპორტის ფასები 2,0 პროცენტით. მათ შორის ფასების მკვეთრი ზრდა  საწვავზე – 5,2 პროცენტი აღინიშნა.

საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის დონემ საქართველოში 2011 წლის თებერვალში, 2010 წლის თებერვალთან შედარებით, 13,7 პროცენტი შეადგინა. 12 –თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ფასების მატებამ  ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, მოცემულ პერიოდში ფასები 28,4 პროცენტით გაიზარდა, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში  11,7 პროცენტი შეადგინა. ფასების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე – 54,8 პროცენტი, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 42,6 პროცენტი, ზეთსა და ცხიმზე – 36,4 პროცენტი, პურსა და პურპროდუქტებზე – 24,6 პროცენტი, შაქარსა და საკონდიტრო ნაწარმზე – 16,3 პროცენტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს, ფასები 9,6 პროცენტით გაიზარდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,3 პროცენტი შეადგინა,

2011 წლის თებერვალში 2010 წლის თებერვალთან შედარებით ფასების 7,0– პროცენტიანი კლება  კავშირგაბმულობის ჯგუფზე დაფიქსირდა, რომლის წვლილმაც ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,3 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი