ეკონომიკა

ნახევარ მილიონამდე შემოსავალი 5 დღეში

23 თებერვალი, 2011 • • 994
ნახევარ მილიონამდე შემოსავალი 5 დღეში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან მიმდინარე წლის მარტამდე აჭარაში საპრივატიზაციოდ გამოტანილია შემდეგი ობიექტები: ქ.ბათუმში, გორგილაძის ქ.№5-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი, რომლის ღირებულება 464 ათას ლარს შეადგენს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიში არსებული შენობა-ნაგებობა – მისი ღირებულება 1000 ლარს შეადგენს და ქ.ქობულეთში, ხულოს ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 2 შენობა-ნაგებობა (ორი წლის იჯარის ვადით), რომელთა წლიური საიჯარო ქირის საწყისი ფასი 15100 ლარით განისაზღვრა. ყველა აღნიშნული ობიექტზე აუქციონის წარმატებით გამართვის შედეგად ჯამურად მიღებული თანხა მინიმუმ 480 100 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი