ეკონომიკა

G20-მა შეთანხმებას მიაღწია

22 თებერვალი, 2011 • • 1019
G20-მა შეთანხმებას მიაღწია

G20-მ პარიზში ორდღიანი შეხვედრები გამართა. „დიდი ოცეულის ქვეყნები“ 2011 წელს პირველად შეხვდნენ და მათ საფრანგეთი თავმჯდომარეობდა. შეხვედრაზე საკვებისა და სასაქონლო ფასების ზრდის, ინფლაციისა და ეკონომიკური დისბალანსის საკითხები განიხილეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ „დიდი ოცეულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „დიდმა ოცეულმა“ ეკონომიკური დისბალანსის გამოსავლენად საჭირო მაჩვენებლების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

მსოფლიოს მოწინავე და ძლიერი ეკონომიკების მქონე ქვეყნებმა „გულწრფელი, ზოგჯერ დაძაბული“ მოლაპარაკებების შემდეგ კომპრომისს მაინც მიაღწიეს-განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, კრისტინ ლაგარდმა. გარიგების მიზანი კი პოლიტიკის უფრო მეტად კოორდინება იყო, რათა მსოფლიომ თავიდან აიცილოს მომდევნო ეკონომიკური კრიზისი.

ლაგარდის განცხადებით, ისინი ხანგრძლივად მსჯელობდნენ ინდიკატორების გამოყენების თაობაზე, თუმცა ჩინეთი, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა საკუთარი სავალუტო პოლიტიკის მიმართ, ეკონომიკური დისბალანსის გამოსავლენად ზოგიერთი მაჩვენებლის ჩართვის წინააღმდეგ გამოვიდა.

„მოლაპარაკებები იყო გულწრფელი, ზოგჯერ დაძაბული, მაგრამ საბოლოო კომპრომისს მაინც მივაღწიეთ“,-განაცხადა ლეგარდმა პრესკონფერენციაზე.

„დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩინეთი „მიმდინარე ანგარიშის“ ინდიკატორის  ჩართვის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც ქვეყანაში შემავალ და იქიდან გამავალ ფულს ზომავს, რაც ვაჭრობისა და სხვა აქტივობების შედეგია.

კომპრომისის შედეგად  „მიმდინარე ანგარიშის“ მაჩვენებელი სიაში იქნება, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით.  

სხვა ქვეყნებს სურდათ, ჩაერთოთ „რეალურად ეფექტური“ გაცვლითი კურსი, ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს, თუ  რამდენად ზედმეტადაა შეფასებული, ან კიდევ საერთოდ არ არის შეფასებული ვალუტა, ისევე როგორც ქვეყნის უცხოური რეზერვების საერთო ღირებულებები.

ინდიკატორები, ასევე საჯარო დავალიანებას, დეფიციტს კერძო ვალის დონეზე და შემნახველ განაკვეთებსაც მოიცავს.

აღნიშნულ სამიტზე პეკინი სავაჭრო პარტნიორებმა,  განსაკუთრებით აშშ-მ, სავალუტო რეზერვების ტრილიონი დოლარის დაგროვებაში, იენის ღირებულების დაცემაში და ჩინელი ექსპორტიორებისათვის უსამართლო სავაჭრო უპირატესობის მინიჭებაში დაადანაშაულა.

ზოგიერთი ეკონომისტის თქმით, ჩინეთმა და სხვა „მერკანტილისტმა“ ქვეყნებმა, 2008 წლის ფინანსურ კრიზისს უცხოური ვალუტის რეზერვების გადაჭარბებული დაგროვებით ხელი შეუწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი