ეკონომიკა

6 დღეში 2 მილიონზე მეტი სახელმწიფოს სასარგებლოდ

22 თებერვალი, 2011 • • 977
6 დღეში 2 მილიონზე მეტი სახელმწიფოს სასარგებლოდ

უახლოესი ექვსი დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამი აუქციონის გამართვას გეგმავს, რომელზეც საპრივატიზაციოდ 5 ობიექტი იქნება გამოტანილი, ყველა ობიექტი თბილისში მდებარეობს: 1. თბილისში, გამსახურდიას გამზ. №41-ში (ნაკვეთი 12/040) მდებარე 120 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; 2. წინანდლის ქ. № 9-ში პირველ სართულზე მდებარე 862.21 კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; 3. წინანდლის ქ. № 9-ში მე-2 სართულზე (ლიტერი ,,ვ’’) მდებარე 420 კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; 4. ქერჩის ქუჩა №4-ში (ნაკვეთი 31/001) მდებარე 8919 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები; 5. მუხაძის ქ. №11-ში (ნაკვეთი 02/025) მდებარე 4110 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (საერთო ფართი 304,07 კვ.მ.: №1 საერთო ფართით – 220.34 კვ.მ.; №2 – 26.03 კვ.მ.; №3 – 8,85 კვ.მ.; №4 – 48.85 კვ.მ.). აღნიშნული სამი აუქციონის შედეგად სახელმწიფო 2 მილიონ 126 ათასი ლარის მობილიზებას გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი