ეკონომიკა

ვერცხლზე ფასი იმატებს

22 თებერვალი, 2011 • • 1066
ვერცხლზე ფასი იმატებს

The Wall Street Journal-ის ცნობით, აღმოსავლეთ აზიის საფონდო ბირჟაზე 21 თებერვალს გამართული ვაჭრობის შედეგად ვერცხლზე ფასმა 31– წლიან მაქსიმუმს მიაღწია და უნციაზე 33.14 დოლარს გაუტოლდა. თვის დასაწყისიდან მოყოლებული ლითონზე ფასმა 17%-ით მოიმატა.

ვერცხლზე ფასების მატება პირდაპირ კავშირშია არაბულ ქვეყნებში არსებულ დაძაბულ მდომარეობასთან. ინვესტორები უარს ამბობდნენ ახლო აღმოსვლეთის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების შესყიდვაზე, რადგან არსებობდა ბევრად უფრო უსაფრთხო ალტერნატივებიც. მოიმატა ასევე ოქროს ფასმაც და  უნციაზე 1396 დოლარი შეადგინა.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერცხლზე ფასის ზრდა მომავალშიცაა მოსალოდნელი, რისი მიზეზიც მოთხოვნის სიჭარბე და მომარაგების  სიმცირეა. შესაძლებელია, რომ წლის განმავლობაში ვერცხლის ფასი 40–დოლარიან მაქსიმუმს მიუახლოვდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი