იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო ვალდებულებათა უზრუნველყოფის ოფიცრებისათვის ტრენინგი მიმდინარეობს. სწავლებას ვაკანტური თანამდებობის დაკავების 700-მდე მსურველიდან შერჩეული 58 კანდიდატი ესწრება, რომელთაც წარმატებით გადალახეს საგამოცდო ეტაპები  და კონკურსში  გამარჯვება მოიპოვეს.

თეორიულ საკითხებთან ერთად, ტრენინგი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორინტირებული.  საგადასახადო სამართალი, კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია – ეს იმ საგნების არასრული  ჩამონათვალია, რომელთაც მომავალი საგადასახადო ვალდებულებათა უზრუნველყოფის ოფიცრები გაივლიან.

ტრენინგი ორ კვირას გასტანს. სასწავლო  კურსის ბოლოს, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ტრენინგის მონაწილეები აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ბიუროებში დაინიშნებიან.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *