ეკონომიკა

G20 გლობალური ეკონომიკური საფრთხეების შესახებ იმსჯელებს

18 თებერვალი, 2011 • • 1071
G20 გლობალური ეკონომიკური საფრთხეების შესახებ იმსჯელებს

G20 პარიზში ორდღიან  შეხვედრას მართავს. აღნიშნულ გაერთიანებაში შემავალი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები, ასევე ბანკირები საკვები და სასაქონლო ფასების ზრდის, ინფლაციისა და ეკონომიკური დისბალანსის შესახებ იმსჯელებენ. „დიდი ოცეული“ იძულებულია, მოაგვაროს ინფლაციის პრობლემები, რომლმაც ძირითად საკვებ პროდუქტებზე და საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია.

როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გასულ შეხვედრაზე განაცხადა, ინფლაციამ მსოფლიოში   ეკონომიკური დისბალანსი გამოიწვია.

მსოფლიო ბანკის თქმით, სურსათის ფასები „საშიშ დონეზეა“, ხოლო ივნისადან  44 მილიონზე  მეტი ადამიანი გაღარიბდა.

IMF-ის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ჯონ ლიპსკმა BBC-ს განუცხადა, რომ G20-ს მუშაობა მსოფლიოში არასტაბილური სუტუაციის  გამოსასწორებლად სჭირდება. მისივე განცხადებით, ძირითადი საკვებისა და ფართო მოხმარების საგნების  ბაზარი კონტროლმა და სუბსიდიებმა დაამძიმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელიც ამჟამად G20 ხელმძღვანელია, ამტკიცებს, რომ უმჯობესი იქნება  სპეკულატორების მართვა, რათა შემცირდეს  საკვების ფასი და არასტაბილურობა.

მსოფლიო განვითარების მოძრაობის (WDM) ხელმძღვანელობით 100 – ზე მეტმა ევროპულმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ოფიციალურ განცხადებას, რომელიც G20-ს გადაუმოწმებელი სპეკულაციების საფრთხეების შესახებ აფრთხილებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი