ეკონომიკა

Twitter-ი არ იყიდება

18 თებერვალი, 2011 • • 1112
Twitter-ი არ იყიდება

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიკრობლოგების სერვისის მთავარი წარმომადგენელი Twitter აწარმოებდა მოლაპარაკებებს აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით ისეთ უმსხვილეს ინტენეტ-მაგნატებთან, როგორებიცაა: Google  და  Facebook. თუმცა როგორც NPR (NPR : National Public Radio)-თან ინტერვიუში კომპანია Twitter-ის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა  ბიზ სთოუნმა განაცხადა, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და კომპანია სერვისის გაყიდვას არ აპირებს. მისი განცხადებით, Twitter-ი საკუთარი სერვისის გაფართოვებას და დამოუკიდებელი კომპანიის შექმნას ცდილობს-„ჩვენ არ ვყიდით Twitter-ს!!!“

2010 წლის დასაწყისში  გამომცემლობა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით კომპანია აპირებდა მოლაპარაკებების გამართვას  Google-თან   და  Facebook-თან. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა პოტენციურმა   კომპანიებმა Twitter-ი  8-10 მილიონ დოლარად შეაფასეს. მაშინ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ღირებულება, რომლითაც კომპანია შეფასდა, გაზვიადებული იყო და ეს სავსებით გასაგებიცაა, რადგან ინტერნეტ ბაზარზე სოციალური სერვისები საკმოდ ძვირი ბიზნესია.

2010 წლის დეკემბრის თვისათვის საიტს  23.6 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავდა. 2011 წლის დასაწყისში კი Twitter-ზე დარეგისტრირებულმა „ანგარიშებმა“ 200 მილიონს გადააჭარბა. კომპანია ამ წელს საკუთარი მოგების გაზრდასაც გეგმავს და აპირებს, მოგება 100 მილიონიდან 110 მილიონ დოლარამდე გაზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი