ეკონომიკა

ბამბის ფასმა მსოფლიო ბაზარზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

18 თებერვალი, 2011 •
ბამბის ფასმა მსოფლიო ბაზარზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, ბამბის ფასმა ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე პირველად მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს და ფუნტზე 2 დოლარს გადააჭარბა. ბამბაზე ფასის მკვეთრი ზრდა ჩინეთის მიერ წარმოებული ნედლეულის მაღალ მოთხოვნასთანაა დაკავშირებული. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ავსტრალია, რომელიც რიგით მეოთხე ბამბის მწარმოებელი და ექსპორტიორი  ქვეყანაა, წელს საკმაოდ მწირ მოსავალს ელოდება.

2010  წელს ჩინეთის მიერ წარმოებული ბამბის პროცენტული რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და დაახლოებით 27 მილიონი ტონა შეადგინა. ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ ბამბაზე ფასის ზრდა კვლავ მოსალოდნელია. ჩინეთი ასევე პროდუქციის იმპორტის გაზრდასაც ფიქრობს დაახლოებით  40%-მდე, თუმცა ეს მომავალში, ამ  ეტაპზე იმპორტის გაზრდა ნაკლებადაა შესაძლებელი.

ანალიტიკოსების აზრით, ის რომ ავსტრალია წელს აღნიშნულ ბაზარს ცუდი მოსავლის გამო გამოეთიშა, წინაპირობაა იმისა, რომ ფუნტ ბამბაზე ფასი 2,2 დოლარიც შეიძლება გახდეს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბამბაზე ფასის ზრდა ტანსაცმელზე და სხვა მზა პროდუქციაზეც იმოქმედებს, რადგან მათ შესაქმნელად საჭირო ნედლეული გაძვირდა და ეს პროდუქციაზეც იქონიებს გავლენას. რამდენიმე ამერიკულმა წარმოებამ საკუთარი ტანსაცმლის ხაზზე ფასი უკვე გააძვირა და მის კიდევ უფრო გაძვირებას არც მომავალში გამორიცხავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი