ეკონომიკა

საგარეო ვალი იზრდება

17 თებერვალი, 2011 • • 1131
საგარეო ვალი იზრდება

2011 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 7 მილიარდ 244 მილიონ 210 ათას ლარს შეადგენს. აქედან, 5 მილიარდ ლარზე მეტი მრავალმხრივ კრედიტორებზე მოდის.

ორმხრივი კრედიტორების მიმართ დავალიანება მილიარდ ლარს აჭარბებს, მათ შორის ლიდერობს გერმანია, რომლის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს დავალიანება 424 მილიონ ლარს აღემატება, ამას ემატება გერმანიისათვის სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტის თანხა, რომელიც 6 მილიონს აღემატება. მეორე ადგილზე კრედიტორთა შორის რუსეთია, რომელსაც საქართველომ 211 მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაუხადოს.

სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდების – ევრობონდების რეალიზაციის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება კი ამ ეტაპისათვის უკვე აღემატება 900 მილიონ ლარს.




მასალების გადაბეჭდვის წესი