პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოება ინფლაციისგან დაიცვას:

“გარდა სწორად გათვლილი მონეტარული პოლიტიკისა, ინფლაციის შესაჩერებლად იწყება ვაუჩერების დარიგება” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ფასების ზრდამ მთელი სამყარო მოიცვა: “ბევრგან გაცილებით მძიმე შედეგებია,  თუმცა მრავალთვიანი ეკონომიკური კრიზისი დრამატულად ვითარდება საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის, ეს გლობალური პრობლემა ადგილობრივად უნდა გადავჭრათ.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *