ეკონომიკა

10 მიზეზი იმისა, თუ რატომაა ძნელი სამსახურის შოვნა აშშ-ში

11 თებერვალი, 2011 • • 2798
10 მიზეზი იმისა, თუ რატომაა ძნელი სამსახურის შოვნა აშშ-ში

Image 3249
Image 3249

გამოთვლილია, რომ უმუშევარი ადამიანი სამსახურის ძიებას აშშ-ში, საშუალოდ, 33 კვირას ანდომებს. გარდა ამისა, მილიონობით ამერიკელია, რომელთაც სრული განაკვეთის სამუშაოს მოძიება 1 წლის „გააფთრებული“ ძებნის შემდეგაც ვერ შეძლეს. ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი რაიონი ეკონომიკური კრიზისის შედეგად იმდენად დაზარალდა, რომ ისინი ომის ზონებს დაემსგავსნენ. სიმართლე ალბათ ისაა, რომ ამერიკის ეკონომიკა კვდება და მას ახალი სამუშაო ადგილების შექმნა აღარ შეუძლია.

ქვემოთ ჩამოთვლილია 10 მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სამსახურის მოძიება არანორმალურად რთული…

1. დღესდღეობით აშშ-ში, ახალ სამუშაო ადგილებზე, შედარებით ნაკლები ვაკანსია ცხადდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაკანსიების რაოდენობამ დეკემბრის თვეში განსაკუთრებით დაიწია. უკანასკნელი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ აშშ-ში დაახლოებით 4.5-დან 5 მილიონამდე ვაკანსია იყო გამოცხადებული, ახლა კი მათი რიცხვი 3 მილიონია.

2. დღესდღეობით სამუშაო ადგილებზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურენცია გაცილებით მაღალია. გელაპის მიერ წარმოებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 10% იყო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა შეიცავდა „ნახევრად უმუშევარი“ ამერიკელების გრაფასაც, რომლებიც არასრული განაკვეთით მუშაობდნენ, მაგრამ რეალურად სრულ სამუშაო განაკვეთზე უნდოდათ მუშაობა. ამჟამად, აღნიშნული გამოკითხვის შედეგად, ამერიკელი მუშახელის 19.3% ან უმუშევარია, ან „ნახევრად უმუშევარი“.

3. აშშ-ს ეკონომიკა ამჟამად ძალიან მცირე რაოდენობის სამუშაო ადგილს აწარმოებს. ფედერალური მთავრობის განცხადებით, მარტო იანვარში 36.000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. თუმცა დაახლოებით 150.000 სამუშაო ადგილის შექმნაა საჭირო ყოველთვიურად იმისათათვის, რომ მოსახლეობის მზარდი რაოდენობის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.

4. მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობები სულ უფრო მეტად ამცირებენ სამუშაო ადგილებს საკუთარ უწყებებში. მართალია, სახელმწიფო სამსახურები ყველაზე სტაბილურ სამუშაო ადგილებადაა მიჩნეული, თუმცა, დღესდღეობით სახელმწიფო და ადგილობრივ მთავრობებში მთელი ამერიკის მასშტაბით ბიუჯეტის მწვავე სეკვესტრს განიცდიან. ზოგიერთმა ქალაქმა პოლიციური ძალების რაოდენობა 50%-ითაც კი შეამცირა.

5. აშშ-ში ადგილობრივ ბიზნესებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, აგრეთვე, ბიზნესის ზედმეტმა რეგულირებამ, მთავრობა კი ბიზნესის რეგულირების ახალი მექანიზმების შემოღებას აგრძელებს.

6. ყველა სახის გადასახადის გაერთიანების შედეგად აღმოჩნდება, რომ ბიზნესმენები ყველაზე მეტ გადასახადს ამერიკის შეერთებულ შტატებში იხდიან, ვიდრე სხვაგან. რამდენიმე უმსხვილესმა კორპორაციამ ალღო აუღო აღნიშნულ რეგულაციებს, სამაგიეროდ, ბევრი მცირე ბიზნესი სრულიად გაანადგურა.

7. ტექნოლოგიის განვითარება ნიშნავს იმას, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლები მუშახელი იქნება საჭირო. ერთ რობოტს ასი მუშის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შესრულება, ხოლო კომპიუტერს კი ათასობით ადამიანის საქმის გაკეთება შეუძლია. ამერიკას ახლა უფრო ნაკლები ფიზიკური სამუშაო ძალა სჭირდება, ამერიკული საზოგადოება კი აპირებს, გახდეს უფრო კომპიუტერიზებული და ავტომატიზირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ულტრამილიონერებს აღარ დასჭირდებათ სამუშაო ძალა ადამიანების სახით. 

8. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთი, ამერიკას სამუშაო ადგილებს ართმევს, ათი ათასობით ქარხანა და მილიონობით სამუშაო ადგილი ჩინეთში გადადის. ჩინეთი ახლა მეტი ოდენობის ლუდს აწარმოებს, ვიდრე აშშ, ამას გარდა, აშშ-ს მოსახლეობა დაიქსაქსა, რატომ უნდა გადაუხადონ კომპანიებმა აშშ-ს მუშახელს 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი, ვიდრე შეეძლოთ გადაეხადათ ჩინელი თანამშრომლისთვის?

9. ყოველ წელს აშშ ასობით მილიარდ დოლარს უხდის დანარჩენი მსოფლიოდან შემოდინებულ პერსონალს, ვიდრე თავად ამერიკის მუშახელს, ამას სავაჭრო დეფიციტი ეწოდება. ასობით მილიარდი დოლარი, რომელიც დანარჩენ მსოფლიოში აშშ-დან გაედინება, შეიძლება გამოყენებული იყოს თავად ქვეყნის ბიზნესების განვითარებისათვის, რათა მან მომავალში მეტი მუშახელი დაიქირავოს.

10. ყოველ წელს აშშ-ს ფედერალური მთავრობა ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს სახელმწიფო ვალის პროცენტებში, ეს ის ფულია, რომლიდანაც, სტატიის ავტორის აზრით, არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი