ეკონომიკა

ოქრო მყარ კაპიტალდაბანდებად რჩება

11 თებერვალი, 2011 •
ოქრო მყარ კაპიტალდაბანდებად რჩება

“რია ნოვოსტი”-ის ცნობით, 11 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში განვითარებული ინფლაციური პროცესების ფონზე, ოქროს ფასი სტაბილურ პოზიციას ინარჩუნებს.

ნიუ იორკის საფონდო ბირჟა Comex-ზე აპრილის თვის ფიუჩერსების ფასმა უნციაზე 0.8%-ით მოიმატა  და 1363,3 დოლარი შეადგინა.

როგორც სააგენტო Bloomberg-ს Tongyang Futures-ის მთავარმა მოვაჭრემ, Park Jong Beom-იმ განუცხადა, მიუხედავად ინფლაციის ზრდის ტემპისა, ოქრო ინვესტორებისათვის მაინც სტაბილურ საინვესტიციო საშუალებად რჩება და ამ ეტაპზე ფასზე მყარ მაჩვენებელს ინარჩუნებს.

საერთო ჯამში, 2010 წლის მონაცემებით, ოქროზე ფასმა ბოლო პერიოდის განმავლობაში მატების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და თითქმის 30%-ით მოიმატა. ბოლო წლების განმავლობაში ოქროზე მოთხოვნა საკმოდ მაღალი იყო, რაც არასტაბილური სავალუტო სისტემისა და მსოფლიოში მიმდინარე მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია. მერყევი ფინანსური აქციებისგან განსხვავებით, იგი მეტად სარფიანი და საიმედო კაპიტალია და სწორედ ამიტომ, აქტიურად იზიდავს ინვესტორებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი