ეკონომიკა

თებერვლის თვის ინფლაციის გაანგარიშება დაიწყო

11 თებერვალი, 2011 •
თებერვლის თვის ინფლაციის გაანგარიშება დაიწყო

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულმა სამსახურმა  თებერვლის თვის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი უკვე დაიწყო. 10 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები ჩატარდება.

კვლევა მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებას ისახავს მიზნად. ფასებზე დაკვირვება ფასების 20 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მოხდება. ფასები 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე შეგროვდება.

თებერვლის თვის ინფლაციის მაჩვენებელი 2011 წლის 4 მარტს გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 21 იანვრიდან საქსტატმა შეგროვებული პირველადი ინფორმაციის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა და დეტალური დამუშავება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი