ეკონომიკა

უძრავი ქონების ბაზრის 2011 წლის იანვრის მიმოხილვა

11 თებერვალი, 2011 • • 1194
უძრავი ქონების ბაზრის 2011 წლის იანვრის მიმოხილვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების ბაზრის 2011 წლის იანვრის თვის მიმოხილვას აქვეყნებს.

2011 წლის იანვარში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 27 864 ერთეული შეადგინა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის იანვარი 2007-2010 წლების იმავე თვეებთან შედარებით აშკარა ზრდით გამოირჩევა: 2007 წლის იანვართან (19 350 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – 44.0%-ით, 2008 წლის იანვართან (21 798 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – 27.8%-ით, 2009 წლის იანვართან (15 839 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – 75.9%-ით და 2010 წლის იანვართან (20 946 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – 33.0%-ით.

თვეებს შორის დეკემბერი უძრავი ქონების ბაზარზე მაქსიმალური აქტიურობით გამოირჩევა, აქტიურობით გამოირჩეოდა, აგრეთვე, ივნისის თვეც. 2011 წლის, ისევე როგორც 2010 წლის იანვარი – მინიმალურით, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, 2011 წლის იანვარში სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით  33.0%-ით გაიზარდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,  2011 წლის იანვრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაიზარდა და დაფიქსირდა 0.898 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.675) აღემატება.

გარდა ამისა, უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები წინა თვესთან შედარებით შემცირდა (შესაბამისად, 35.2%-ით და 39.7%-ით), ხოლო გაიზარდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით (შესაბამისად, 31.4%-ით და 33.4%-ით). 2011 წლის იანვრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 5 184, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 22 680 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2007=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 0.557 და 1.045 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, უმნიშვნელოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2011 წლის იანვარში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.4%-ს მეორადი, ხოლო 18.6%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2010 წლის იანვარში კი – შესაბამისად, 81.2% და 18.8%).

მასალების გადაბეჭდვის წესი