ეკონომიკა

საქართველოს პოტენციალი 94 ქულით შეფასდა

10 თებერვალი, 2011 • • 1039
საქართველოს პოტენციალი 94  ქულით შეფასდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი ქვეყნების პოტენციალის სტატისტიკურ შეფასებას რეგულარულად აწარმოებს. საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ქვეყნების პოტენციალის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის  ქვეყნის ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისობა განისაზღვრება სამ სფეროში. ესენია: მეთოდოლოგია, მონაცემთა წყაროები, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების პერიოდულობა და დროულობა.

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იტყობინება, საქართველოს სტატისტიკური პოტენციალის მაჩვენებელი 2004–2010 წლებში 67–დან 94 ქულამდე (40 პროცენტით) გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნების პოტენციალის ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებშია. პოტენციალი  100– ქულიანი სისტემით ფასდება. 100 ქულა ის მაქსიმუმია, რასაც განვითარებადი ქვეყნის სტატისტიკური სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი