ეკონომიკა

კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.51 ლარი ღირს

22 იანვარი, 2016 • 1573
კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.51 ლარი ღირს

საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი დაახლოებით 2.51 ლარი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 აშშ დოლარის შეძენას 251 ლარად შეძლებთ.

საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარის შეძენა 2.51 ლარად არის შესაძლებელი. თიბისი ბანკში 1 აშშ დოლარი 2.5080 ლარი ღირს. პროკრედიტ ბანკში – 2.5040 ლარი, ლიბერთი ბანკში –  2.51 ლარი. რაც შეეხება მოკროსაფინანსო ორგანიზაციებს, როკო კრედიტში 1 აშშ დოლარს 2.49 ლარად იყიდით, ჯაბა კრედიტში – 2.49 ლარად, ხოლო ალფა ექსპრესში – 2.495 ლარად.

დღესვე ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ოფიციალურ გაცვლითი კურსი, რომლის თანახმადაც,  ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს გადააჭარბა და და 2.4694 შეადგინა. 22 იანვრისთვის დადგენილ კურსთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 0.0249 პუნქტით გაუფასურდა.

საქართველოში ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით მაქსიმალურ ნიშნულს 1999 წლის 23 თებერვალს მიაღწია – 1 აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. თუმცა,ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი