ეკონომიკა

დანიელ გუფთამ არამიანცის კიდევ ორი კლინიკა შეიძინა

8 თებერვალი, 2011 • • 1076
დანიელ გუფთამ არამიანცის კიდევ ორი კლინიკა შეიძინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 8 თებერვალს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მიზნით მორიგი აუქციონი გაიმართა. აღნიშნულ აუქციონზე გამოტანილი იყო ე.წ. არამიანცის ტერიტორიაზე მდებარე კიდევ სამი კლინიკა: “თორაკო-აბდომინალური კლინიკის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი, რომლის საწყისი ფასი 2 მილიონი ლარი იყო; “თბილისის ექსპერიმენტული სამშობიარო სახლის” 100-პროცენტიანი წილი საწყისი ფასით-850 ათასი ლარი და ანესთეზიოლოგიური კლინიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი, რომლის საწყისი ფასიც 50 ათასი ლარი იყო. ორი მათგანი, “თორაკო-აბდომინალური კლინიკის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი და და ანესთეზიოლოგიური კლინიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი ბიზნესმენმა დანიელ გუფთამ  შეიძინა, “თორაკო-აბდომინალური კლინიკაში“ მან 2 100 000 ლარი გადაიხადა, ხოლო ანესთეზიოლოგიური კლინიკა კი 55 ათას ლარად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ დანიელ გუფთა  კომპანია “Amtel Properties” წარმოადგენს. აღნიშნული კომპანია ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობას ისეთი ქვეყნების უძრავ ქონებაში, როგორებიცაა: სინგაპური, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები და საქართველო. მან ბოლო დროს ჩატარებულ საჯარო საპრივატიზებო აუქციონების მეშვეობით ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული 4 კლინიკა შეიძინა და 8 თებერვალს კიდევ 2 კლინიკის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება „თბილისის ექსპერიმენტულ სამშობიარო სახლს“, იგი ფიზიკურმა პირმა, ლანა ჯინჭარაძემ, 870 000 ლარად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ კლინიკის მფლობელები ვალდებულნი არიან, აღნიშნულ კლინიკებს სამედიცინო პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი